ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების არსი და სარგებელი, მოქალაქეთა შესაძლებლობები და უპირატესობები, ასევე რელიგიურ უმცირესობათა უფლებები საქართველოსა და ევროკავშირში - ამ საკითხებზე შუახევში სამუფთოს წარმომადგენლებს საქველმოქმედო ფონდის წევრები ესაუბრნენ.
პროექტის მიზანია რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლება.