ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“ ამომრჩეველთა ხმების 54% აიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 16%. „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“– 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ 5%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%, ბლოკი ”დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული საქართველო” - 3%, „რესპუბლიკური პარტია“ – 2%. დანარჩენი სხვა პარტიები – 8%. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“ ჩაატარა.
გამოიკითხა 6 ათასი ამომრჩეველი 100 საარჩევნო უბანზე თბილისში. ცდომილება +/–2%–ია. კიდევ ერთი ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად კი, თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” ხმების 58% მიიღო, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 16%. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნებში თბილისში ამომრჩეველთა 9%-მა ”ევროპულ საქართველოს” დაუჭირა მხარი, ხოლო 5%-მა - ”პატრიოტთა ალიანსს”. ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.