ბათუმის უბნებთან სხვადასხვა პარტიის აქტივისტები ორგანიზებას უწევენ ამომრჩეველთა მობილიზებას ან კიდევ ხდება მათთან გასაუბრება - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.
ხიმშიაშივილის განმარტებით, უბნებთან შეინიშნება, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
" მოცემული ფაქტი არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას მაგრამ აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე" - ამბობს ხიმშიაშვილი.