ახალი მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში. სოფელ გოგინიძეებში მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დააზიანა. მთლიანად დაინგრა სახლის დამხმარე ნაგებობები, დაიხოცა 4 პირუტყვი. სამი ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
მეწყერმა საავტომობილო მიმოსვლა 15-მდე მიმართულებით შეზღუდა. მეწყრის გამო გადაადგილება შეფერხებულია სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის მიმართულებითაც. მოსწავლეები შემოვლითი გზით სარგებლობენ. გზის აღდგენა გეოლოგების შესწავლის შემდეგ იგეგმება. ქედასი შეზღუდვებია ენერგომომარაგებაში. შუქი დოლოგნის, ბზუბზუს, უჩხითისა და მილისის მოსახლეობას არ მიეწოდება.