"პატრიოტთა ალიანსი" მთავრობის გადადგომას ითხოვს

15 ოქტომბერი 2017, 00:00 2316 ნახვა

"ვერ დავიბრუნებთ სოხუმსა და ცხინვალს პირდაპირი კომუნიკაციისა და რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე" - ესაა მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც პოლიტიკური პარტია "პატრიოტთა ალიანსი" თავის მომხრეებს აქციაზე აცნობს. აქცია ამ წუთებში ერას მოედანზე მიმდინარეობს. 

აქციაზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი იმყოფებიან, მათი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს მთავრობა, გადაიხედოს მოსახლეობის საბანკო ვალდებულებების სისტემა, შეიცვალოს კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემა. 

იგივე მოთხოვნით "პატრიოტთა ალიანსი" აქციებს საქათველოს მასშტაბით გეგმავს. ბათუმში პარტიის აქცია უკვე მეორედ იმართება. რამდენიმე კვირის წინ გამართულ აქციაზე, პარტიის ლიდერმა დავით თარხან მოურავმა განაცხადა, რომ საკმარისი მხარდამჭერები არაა მოედანზე და მომხრეებს აქტიურობისკენ მოუწოდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი