სუიციდის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება

15 ოქტომბერი 2017, 00:00 2312 ნახვა

რამდენიმე დღის წინ,  ქართულ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია მოზარდის სუიციდის შესახებ და ამის სავარაუდო მიზეზად ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპი" დასახელდა. თამაშს რამდენიმე სუიციდის ფაქტი დაუკავშირეს 4 თვის წინაც, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის სამმართველომ გამოძიება დაიწყო. ოთხი თვის მუშაობის შემდეგ კი დაადგინა, რომ ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპი", რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს საქართველოში ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ „ლურჯი ვეშაპის“ შესაძლო თამაშის ფაქტებს. სამართალდამცველებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოკითხეს. გამოძიება თითოეული შეტყობინების თუ განცხადების საფუძვლიანად და სიღრმისეულად გამოძიების მიზნით, გარდა არასრულწლოვანთა გამოკითხვისა, აქტიურად იყენებდა კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებას. განხორციელდა არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერება.”

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი