ფერდსამაგარი სამუშაოები

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2392 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი -ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალის 30-ე კილომეტრზე,  ხშირი მეწყრული პროცესების გამო მოშლილია ფერდსამაგრი კედელი.  სოფელ პირველ მაისთან, დაზიანებულია ასფალტის საფარი და შევიწროვებულია გზის სავალი ნაწილი, რაც მოძრაობას აფერხებს.

საქართველოს საავტომობილო გზების რეგიონალური დირექციის დირექტორის ინფორმაციით, ტერიტორია გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს. დაგეგმილია ტექნიკით გზის სრული გაწმენდა, რის შემდეგადაც ფერდსამაგრ კედელს აღადგენენ. ზურაბ სიხარულიძის, ინფორმაციით, პროექტი უკვე მზადაა და  სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ბოლოს, მეწყრული პროცესი აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი კვირის წინ განვითარდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი