ბათუმში, 31 დეკემბერს „იალჩინ მარკეტში“ მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმაში ბრალდებულს, სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. მან სუპერმარკეტში მდებარე სავალუტო ჯიხურიდან დიდი ოდენობით თანხა წაიღო.