აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე ჩატარდა. დებატები და აზრთა სხვადასხვაობა ერთ-ერთი პროექტის განხილვამ გამოიწვია. ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 27 ნომერში ხუთსართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ორგანიზაცია „ბათომის“ წევრებმა, საბჭოზე მიწვეული სპეციალისტის კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენეს. ირმა ზოიძის განცხადებით, ხელოვნებათმცოდნის ნაცვლად განხილვაზე არქიტექტორი მივიდა, რომელიც სავარაუდოდ პროექტის დამტკიცებითაა დაინტერესებული.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს. თითოეულ ობიექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი.