საქართველოდან ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

10 ოქტომბერი 2017, 00:00 1374 ნახვა

საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურია წარმოადგენს. იგი მოსამართლედ ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით აირჩია. ფარული წესით ხმის მიცემის პროცედურა დილიდან მიმდინარეობდა. ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად საქართველოდან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იყვნენ წარდგენილები.

ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა მიულოცა. “სასიხარულოა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი