წუთიერი დუმილი შოთა მამინაშვილის პატივსაცემად

07 ოქტომბერი 2017, 00:00 2377 ნახვა

წუთიერი დუმილით დაიწყო საქართველო - უელსის დაპირისპირება „დინამო არენაზე“. ამ ფორმით ორივე ნაკრების წევრებმა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარის, 31 წლის შოთა მამინაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი, რომელიც პირველ ოქტომბერს „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრამდე ტრაგიკულად დაიღუპა.

იგი 2017 წლიდან საფეხბურთო  კლუბ “ზუგდიდში“ თამაშობდა, მანამდე კი ათობით მატჩი აქვს ჩატარებული ბათუმის სახელით. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 მატჩს უელსის ნაკრებთან ატარებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი