საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა. პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისუფალი - სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობის სიკეთეებსა და უვიზო მიმოსვლას.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩებს საქართველოში ვიზიტისათვის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესში.