გიორგი ფანცულაია: ამ ფარსში და სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებ

05 ოქტომბერი 2017, 00:00 2145 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ საგამოძიებო უწყება დატოვა. „აქ მოვედი მხოლოდ იმიტომ რომ კანონმორჩილი ვარ, დადგმულ სპექტაკლში კი მონაწილეობას არ მივიღებ“. დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი ჩვენების მიცემას არ აპირებს.

რაც შეეხება დახურული სხდომის აუდი ჩანაწერების მედიაში გავრცელების საკითხს. გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან წვდომა ბევრ ადამიანს ჰქონდა. მისი თქმით, ესენი არიან პროკურორები, გამომძიებლები, ადვოკატები მოსამართლეები, სასამართლოს აპარატის წარმომადგენლები, ბადრაგის თანამშრომლები.

''შესაძლებელია შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ვინმეს მამაოს ჩვენება ჩაეწერა. საპარტიარქროს პროცესებში ჩართულობას ვერ ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ. არც შორენა თეთრუაშვილის ადვოკატად გამოვდგები“ - განაცხადა დეკანოზის უფლებადამცველმა.

საგამოძიებო უწყებაში გუშინ ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც იმყოფებოდა. ის ჩვენების მიცემას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით აპირებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი