რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვა პარლამენტარებთან

11 აპრილი 2016, 00:00 5342 ნახვა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. კანონმდებლებს პროექტის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელებმა მიაწოდეს. სისტემა მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების რეზერვით უზრუნველყოფასა და გაძლიერებას. კონცეფციის პროექტის ავტორმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რეზერვის ყოველწლიური საწვრთნელი ციკლის შესაძლო სქემა და რეზერვის ანაზღაურების დაანგარიშების პრინციპიც წარუდგინა. 

ამავე კატეგორიაში