ოპოზიცია  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

04 ოქტომბერი 2017, 00:00 2610 ნახვა

დაარღვია თუ არა კანონი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ქობულეთში და გამოიყენა თუ არა ადმინისტრაციული რესურსი? მირიან ქათამაძემ სტიქიის დროს დატბორილი სახლები საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად მოინახულა.

ფაქტის ამსახველი ფოტო-მასალა კი კანდიდატის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს სხვა შესაძლო დარღვევის ფაქტებზეც მიაწოდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის პედაგოგების და გამგეობის თანამშრომლების საარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის თაობაზე.

ოპოზიციური პარტია რეაგირებისთვის უწყებათაშორის კომისიას მიმართავს. რა პასუხი აქვთ  ბრალდების ადრესატებს და რას ამბობენ დამკვირვებელ ორგანიზაციებში?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი