პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის წევრებს შორის დიალოგი დაწყებულია, შედეგი ჯერ-ჯერობით უცნობი. თუ გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელს არ მოაწერს და ხარვეზებში უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ორ შენიშვნას ასახავს, მაშინ პარლამენტი ვეტოს არ დაძლევს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც გათვალისწინებულად ჩაითვლება.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 საათს გაგრძელდა, რა განცხადებები გაკეთდა, შედგა თუ არა კონსენსუსი?