ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა 27 ნოემბერს დაიწყება. წელს 15 პროფესიულ პროგრამაზე 420 ვაკანტური ადგილია, სწავლა უფასოა.
აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა უნივერსიტეტში მიუსვლელადაც, რესურსცენტრებსა და ონლაინ რეჟიმში შეუძლია. რეგისტრაცია 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს 28- ოქტომბერს პრეტესტი, ხოლო მისაღები გამოცდა 29 ოქტომბერს ჩაუტარდებათ.