არჩილ დევრიშაძის საქმე

04 ოქტომბერი 2017, 00:00 3168 ნახვა

ყოფილი პოლიციელის არჩილ დევრიშაძის საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.  დღეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მხარეების შესავალი სიტყვები მოისმინა. დაცვის მხარემ პროცესზე საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობა დააყენა რადგან ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე კანონით დადგენილი  პროცედურები  მიმდნიარეობს.

სხდომის გადადების მიზეზი ასევე გახდა ის გარემოება, რომ მხარეებმა მოწმეები ვერ წარმოადგინეს. შემდეგი სასამართლო პროცესი 31 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება. შეგახსენბთ, არჩილ დევრიშაძე სასამართლომ 20 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ბრალი  239-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი. რაც  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის  ჩადენას გულისხმობს.  გამოძიების ინფორმაციით,   21 ივლისს არჩილ დევრიშაძემ მოქალაქე რომან ქათამაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან  გაისროლა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი