აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს. ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნიაში გაემგზავრება, სადაც გუბერნატორს შეხვდება. აუდიენციის ერთ-ერთი საკითხი თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი იქნება.
რეგიონის პირველი პირი ართვინის გუბერნატორთან და მის მოადგილესთან, რომელიც სარფის საბაჟოს თურქული მხარეს ხელმძღვანელობს, დეტალურად გაივლის მიმდინარე გამოძიების საკითხს, რომელიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღებ ჯგუფზე მიყენებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ეხება.
„პირველივე შეხვედრის დროს, ართვინის გუბერნატორთან და მოადგილესთან აუცილებლად გავივლი ამ საკითხს აუცილებლად გავივლი. გუბერნატორის მოადგილე ამავდროულად საბაჟო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელიცაა. მე მექნება დეტალურად საუბარი ამ თემებზე. მოვითხოვ, გამოძიების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად და სწრაფად მოგვაწოდონ. ასევე პრევენციული ზომების მისაღებად მათი მხრიდან მაქსიმალურ ჩართულობა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად ამ საკითხს მოვაგვარებთ" - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა.
ართვინში გამგზავრებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თურქეთის კონსულთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვს.