საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდა. პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - პორტუგალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ - საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, რუსული ანექსიის შედეგად აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.