უწყებათაშორისი კომისიის შუალედური ანგარიში

02 ოქტომბერი 2017, 00:00 2399 ნახვა

სხეფის სკოლაში მომხდარი შემთხვევა უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შუალედურ  ანგარიშშიც მოხვდა. კომისიამ შესაძლო დარღვევების თაობაზე დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების განცხადებები განიხილა.

ასევე იმსჯელეს იმ  შესაძლო დარღვევებზეც რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალების მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა. მათ შორისაა სწორედ მარინე დარჩიძის საქმეც. 2017 წლის 30 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით კომისიის სახელზე 43 განცხადებაა შესული. გამოძიება 10 საქმეზე მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი