საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხზე დეკემბერში იმსჯელებენ

17 ივნისი 2016, 00:00 2335 ნახვა

''ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  წევრი ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, არსებობს შეთანხმება, რომ გაფართოების გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ'', - ამის შესახებ ნატო-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ''ვაშინგტონ პოსტს'' უთხრა.  გამოცემა წერს, რომ საქართველოს მხარდაჭერი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მონტენეგროში, რომელიც ცოტა ხნის წინ ალიანსში მიიწვიეს, კორუფციის ძალიან მაღალი დონეა. ის საქართველოსთან შედარებით ნატო-ს მისიებში ნაკლებად მონაწილეობდა და სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით თბილისს ჩამორჩება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად საქართველოსთვის მაპის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს.  2008 წლის მარტში, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მიცემას ვეტო სწორედ გერმანიამ და საფრანგეთმა დაადეს, 5 თვის შემდეგ კი რუსეთი საქართველოში შეიჭრა - წერს ვაშინგტონ პოსტი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი