პლაჟი და მიწა, ბოტანიკურ ბაღთან, კერძო კომპანიის მფლობელობაში გადავა. აჭარის მთავრობა მიწის ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვის წესით, პლაჟს კი იჯარით “ბიზნეს დეველოპმენტს” გადასცემს. იმ პირობებით რა პირობებსაც ეს კომპანია სთავაზობს.
ამისთვის, აღნიშნული ტერიტორიები ბათუმის მერიამ მთავრობას გადაუფორმა. ამ კომპანიას ოპოზიცია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან აკავშირებს, რაც საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს არ უარყვიათ. კომპანიაში კი კომენტარი არ გააკეთეს.