ამ წუთებში ეროვნული უშიშროების საბჭო სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით რამდენიმე საკითხის განხილვაა გათვალისწინებული, მათ შორის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა.
რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მზადება ნატოს მომავალი სამიტისათვის.