სახალხო დამცველმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. უჩა ნანუაშვილმა სამხედროების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბაგრამის ავიაბაზის მეთაურთან, ავღანეთში ნატოს სამოქალაქო წარმომადგენლობის დირექტორთან და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის აღმასრულებელ დირექტორთან. სახალხო დამცველი ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელსაც ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს მიაწვდის.