ახალი სსიპ-ი აჭარის მთავრობაში

28 სექტემბერი 2017, 00:00 3217 ნახვა

აჭარის მთავრობაში შექმნილი ახალი სამსახურის უფროსის და მოადგილის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდა – მიზეზად აპლიკანტების მიერ დოკუმენტების არასაკმარისად წარდგენა დასახელდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურისთვის ბათუმში ოფისის გასარემონტებლად და დასაპროექტებლად ტენდერებია გამოცხადებული, გათვალისწინებულია ასობით ათასი ლარი.

სამსახური, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, მას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს, დებულებით სამსახურმა სამთავრობო უწყებების ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა უნდა შექმნას, ამის გარდა, უფლება აქვს კერძო პირებსაც მოემსახუროს და შემოსავალი მიიღოს. თუ ამ უფლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური გამოიყენებს - იქნება თუ არა ეს სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციაში ჩარევა? 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში