რუსთავი 2-ის სარჩელს პლენუმი განხილავს

16 ივნისი 2016, 00:00 3844 ნახვა

"რუსთავი2-ის" სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაიწყო. "ამორალური გარიგების შესახებ" ტელეკომპანიის სარჩელს თავდაპირველად პირველი კოლეგია განიხილავდა, თებერვალში საქმის არსებითი განხილვა გაიმართა, თუმცა მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობის საფუძველზე საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსამართლემ შუამდგომლობა, მას შემდეგ დააყენა, რაც პარლამენტმა დაახლოებით ორი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. "რუსთავი 2-ის" ადვოკატის განცხადებით, სარჩელზე პირველმა კოლეგიამ უკვე იმსჯელა, პლენუმისთვის საქმის გადაცემას კი ის პროცესის გახანგრძლივებად აფასებს. "ამორალური გარიგების შესახებ" ტელეკომპანიის სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობას ეხება. სადავოდ მიჩნეული ნორმა საკუთრების უფლებას განსაზღვრავს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში