ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში სულ 15 პარტია და მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრირდა. პოლიტიკური გაერთიანებების, ასევე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 23 სექტემბერს ამოიწურა.
ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, არჩევნებში შემდეგ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას:„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ [„ევროპული საქართველო“ „ქართული ოცნება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“„კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო„კომუნისტური პარტია„სახალხო – ხალხის ერთსულოვნება„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა „რესპუბლიკური პარტია„ პატრიოტთა ალიანსი„საქართველოს ერთობის და განვითარების პარტია“.