ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა - შეფასებები

23 სექტემბერი 2017, 00:00 2095 ნახვა

ვენეციის კომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დადებითად შეფასდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა, საუბარია 2024 წლის შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.  

ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა უკვე შეაფასეს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებში. თუმცა ორივე მხარე დასკვნას სხვადასხვანაირად კითხულობს. ახალი საქართველოსა და ევროპული საქართველოს წევრები მიიჩნევენ, რომ  მმართველ გუნდს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. თუმცა  ხელისუფლების მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი.

თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური შეცვლა დემოკრატიული განვითარებისა და  ჯანსაღი და კონკურენტული პოლიტიკის უზრუნველყოფაა. ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმებზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო.  

საკონსტიტუციო  ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო.  მესამე მოსმენა კი სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩაინიშნება და კანონმდებლები საბოლოოდ სწორედ მესამე მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს საკონსტიტუციო პროექტს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი