პირუტყვის ახალი დაავადება მაღალმთიან აჭარაში. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაყანაში ვაქცინაცია დაიწყო. ვირუსის სახელწოდება - ნოდულარული დერმატიტია, რომელიც ძირითადად მსხვილფეხა რქოსნებშია გავრცელებული. დროული ვაქცინაციის შემთხვევაში განკურნება შესაძლებელია, დაგვიანების დროს კი პირუტყვი იღუპება.
სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ დაავადება მწერებს პირუტყვზე გადააქვთ, ადამიანის ინფიცირების საშიშროება კი არ არსებობს.