დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

22 სექტემბერი 2017, 00:00 2296 ნახვა

ქრთამის აღებას ედავება გამოძიება ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გონიო - კვარიათის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. საჯარო მოხელის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

არ არის დაკონკრეტებული რა ოდენობის ქრთამის აღებაზეა საუბარი, ან ჩადენილია თუ არა დანაშაული ჯგუფურად, წინასწარ შეთანხმებით. მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება ბათუმის მერიამაც გაავრცელა, რომელშიც  ნათქვამია, რომ მერია თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. ჯერ -ჯერობით უცნობია დაკითხეს თუ არა დაკავებულის უშუალო ხელმძღვანელი, ან მერიის სხვა თანამშრომლები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი