ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ირაკლი ჩხვირკიამ სახაზინო უფლებადამცველზე უარი თქვა. მის უფლებებს ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი ბადრი ბერიძე დაიცავს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ საკანში სატელევიზიო მაუწყებლობა გათიშეს.
ირაკლი ჩხვირკიას ახალმა ადვოკატმა პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბადრი ბერიძის თქმით, ის საქმეს ნაწილობრივ იცნობს და დოკუმენტაციის შესასწავლად დრო მოითხოვა. მოსამართლემ კი განმარტა, რომ უფლებადამცველს ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. სასამართლო პროცესზე ნახევარ საათიანი შესვენება გამოცხადდა. დღეს მოწმეებს დაკითხავენ. საუბარია 15 პოლიციელზე.