წინასაარჩევნო პერიოდი, შესაძლო დარღვევები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დიდი ნაწილი ბრალდებებს დაეთმო. მმართველი გუნდის დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ტრიბუნის საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. სხდომაზე იმსჯელეს საკანონდებლო ინიციატივაზეც. განიხილეს რეგლამენტში ცვლილება, რომელიც გაცდენებს ეხება.