კომპანია “მეტრო სითიში” დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ. ისინი სამშენებლო ობიექტზე დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და სამუშაოეზე აღდგენა მოითხვეს. მუშები ხვალ საპორტესტო მსვლელობას გეგმავენ და ხელისფლებას კომპანიასთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ ამ დრომდე უცნობია, დაუბრუნდებიან თუა რა სამუშაო ადგილებს. კომპანია მეტრო სითის დირექტორი რაულ კახაძე მუშების სამსახურიდან დათხოვნას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ უთახმოება ახალ და ძველ სამუშაო ჯგუფებს შორისაა. აღნიშნულის გამო სამუშაო შეჩერებულია. მხარეებს შორის კი მოლაპარკება მიმდინარეობს.