დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

20 სექტემბერი 2017, 00:00 2293 ნახვა

• ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. ამომრჩეველში ინტერესი იზრდება. როგორია სხვა დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა და რის მიხედვით აკეთებენ არჩევანს მოქალაქეები საქართველოში? რა მეთოდებით ცდილობენ პარტიები ამომრჩევლის დარწმუნებას? ნათია ლომაძე მოგვიყვება.

• როგორ მერს ისურვებდნენ აჭარის მუნიციპალიტეტებში? ამომრჩევლები ძირითადად აქცენტს სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემებისთვის, დროული და ეფექტური პროგრამების დაგეგმვას და ხალხის აზრის გათვალისწინებას ითხოვენ. მერი უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ქალაქის განვითარების სწორი ხედვით და კარგი მენეჯერული თვისებებით – ხალხის აზრი მთავარში 9-ზე.

• მოქალაქეების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გასროლაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გათავისუფლებულია. არსებითი განხილვა გრძელდება. არჩილ დევრიშაძეს პატიმრობა, 10 ათასი ლარის სანაცვლოდ შეეცვალა. რას ამბობს პირი, რომელიც ყოფილ პოლიციელს შეურაცხყოფასა და მისი მისამართით გასროლაში ადანაშაულებს? ირინე წუწუნავა მოგვიყვება. 

• გაფრთხილება – ეს სანქცია იმ მასწავლებლის მიმართ გატარდა, რომელმაც ფეისბუქში, “ქართული ოცნების” დროშებით ხელში, პირველკლასელების ფოტო გაავრცელა. დისციპლინური კომისიის სხდომა გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩატარდა. ჩნდება ახალი ვერსია – რესურსცენტრში აცხადებენ, რომ პირველკლასელებს პარტიული სიმბოლო, არა მშობელმა, არამედ სხვა მოსწავლეებმა მისცეს. რეპორტაჟი შუახევიდან მთავარში 9-ზე.   

• ახლა კი ხულო - 2 მილიონამდე ლარის დახარჯვის  მიუხედავად დაბა ხულოში კვლავ წყლის პრობლემაა. მოსახლეობას სასმელი წყალი არაფიქსირებული გრაფიკით მიეწოდება. რას უკავშირებენ ხულოს წყალკანალში პრობლემას? სოფო შავაძე ამზადებს სიუჟეტს. 

ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი