საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრის მთავარი თემები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა მისთვის დაკისრებული ყველა ამოცანა. გამოითქვა იმედი, რომ ევროკომისიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.