ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაკოფილა და არჩილ დევრიშაძე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ადვოკატ მზია დიასამიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, არჩილ დევრიშაძე მტკიცებულებების მოპოვების პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის და მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენს. ასევე არ არსებობს მიმავლის საფრთხეც. საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სასამართლო პროცესი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა.
არჩილ დევრიშაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს.
ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისთვის აჭარის პროკურატურამ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 21 ივლისს არჩილ დევრიშაძე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა, აღნიშნულ მონაკვეთში თანაშემწე-გამომძიებელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მაგრამ სამსახურებრივი მაისური ეცვა და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა. არჩილ დევრიშაძემ მოქალაქე რომან ქათამაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
არჩილ დევრიშაძეს პოლიციელის უფლებამოსილება დაკავებიდან 4 დღეში შეუჩერდა.
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1301