სარფში 2, 61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის - საქართველოს მოქალაქის სავარძელზე, ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.