ხულოში ხანძრის კერები აღარ არის

18 სექტემბერი 2017, 00:00 2781 ნახვა

ხულოში, სოფელ კვატიაში ხანძრის კერა ლოკალიზებულია. სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები და ადგილობრივები იყვნენ ჩართულები.  ხულოს  გამგებლის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე სამუშაო ჯგუფები რჩებიან.

ხანძარი ლოკალიზებულია შავნაბადის მთაზეც. აქაც მეხანძრე მაშველები უსაფრთხოების მიზნით კვლავ  რჩებიან. როგორც ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, ცეცხლის ახალი კერები მაღალი ტემპერატურის გამო ღვივდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი