3 ავარია ერთ დღეში

16 სექტემბერი 2017, 00:00 14632 ნახვა

ფატალური შედეგით დასრულდა ავტოავარია ხელვაჩაურის გზაზე. ავტომანქანა, რომლითაც სამი ადამიანი გადაადგილდებოდა, ხეს შეეჯახა. ერთი მათგანი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი ორი საავადმყოფოში მოათავსეს.  ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, მეორეს კი სხეულის სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება. გვიან ღამით კიდევ ერთი ავარია მოხდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. “პორშეს” მარკის ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა. შემთხვევის  შედეგად პატრულის  2 თანამშრომელი დაშავდა. 

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ისინი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.  კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუშინ ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ქვეითს მოპედი დაეჯახა. მოპედის მძღოლი და ქვეითი მედიკოსებმა რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი