შეჩერებული სააღმზრდელო პროცესი

16 სექტემბერი 2017, 00:00 2951 ნახვა

ქედის სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი, სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ წონიარისის საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზუნდაგის საბავშვო ბაღშიც.

რეაბილიტაციის პროექტი ორ წლიანია და ამიტომაც მოსწავლეები მახუნცეთის, ნამლისევისა და დოლოგნის საბავშვო ბაღებში გადაანაწილეს. ზუნდაგის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 ათას 270 ლარია გამოყოფილი. მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა "ინტერ პლიუსი" ახორციელებს. ქედის მუნიციპალიტეტში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში