ლაშა დეკანაძის სასამართლო პროცესი

15 სექტემბერი 2017, 00:00 2913 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ლაშა დეკანაძის საქმის განხილვა დაიწყება. დღეს უნდა დაიკითხონ ის მოწმე პოლიციელები, რომლებიც საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირწმუნებიან, რომ ისინი დეკანაძის მიერ ნასროლი ქვის შედეგად დაშავდნენ.

ისინი წინა სხდომაზე უნდა დაკითხულიყვნენ, დვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბრალდების მოწმეები დღესაც არ დაიკითხებიან, შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართავს. დავით ჯაფარიძის თქმით, პოლიციელები ცრუ ჩვენებას იძლევიან. ლაშა დეკანაძეს ბრალად ედება 11--12 მარტის აქციის დროს მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი