ბათუმი საერთაშორისო კონფერენცია “არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2017”-ს მასპინძლობს. კონფერენციაში ის კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც ნავთობისა და სატრანსპორტო -ლოჯისტიკური მიმართულებით მუშაობენ, ასევე ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენენ.
განიხილავენ ეკონომიკური კრიზისის პირობებში აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ახალ ტვირთებსა და პერსპექტივებს, ტვირთბრუნვის დინამიკის რეფორმაციას კასპიის - შავი ზღვის რეგიონში. კონფერენცია ბათუმში მეოთხედ ტარდება და მასში 15-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე დელეგატი მონაწილეობს.