ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ქედაში 4 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. მაჟორიტარ დეპუტატობისთვის მახუნცეთში ორი კანდიდატი, მანუჩარ დავითაძე და ნანული ყურშუბაძე დარეგისტრირდა.
საინიციატივო ჯგუფებმა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე კანდიდატები წარადგინეს დაბა ქედასა და მერისშიც. დაბა ქედაში დეპუტატობისთვის, ასლან შაქარაძე, ხოლო მერისში თეიმურაზ კონცელიძე იბრძოლებს. დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დასრულდა.