მთავრობის სხდომა

13 სექტემბერი 2017, 00:00 1710 ნახვა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “მუდის” საკრედიტო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. საკითხს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განხორციელებული რეფორმების შემდეგ, საქართველო გაცილებით უფრო ძლიერი იქნება. პრემიერის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა ის რეფორმები, რომელიც დოლარიზაციის შემცირების და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული.

ამავე კატეგორიაში