აჭარის განათლების სამინისტროში მომავალი წლის ბიუჯეტის პროგრამული პრიორიტეტების განხილვა მიმდინარეობს. პირველადი ვერსიის მიხედვით უწყების პროგრამული დაფინანსება დაახლოებით 3 მილიონი ლარით იზრდება. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები დასახელდა.
მინისტრის განცხადებით, რეგიონში 6 ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი ჯამში 3 მილიონზე მეტი დაიხარჯება. ახალი პროგრამების პარალელურად გაგრძელდება მიმდინარე პროგრამებიც. შეხვედრას სხვადასხვა უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.