აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, სულიკო თებიძე ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. ის 25 წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1986-2011 წლებში სხვადსხვა სკოლაში მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი იყო. ასევე სასწავლო დაწესებულების დირექტორის პოზიციაზეც მუშაობდა. 2012 წლიდან სულიკო თებიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრის პირველი მოადგილე იყო.
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. მირიან ქათამაძის შემდეგ პოსტი სულიკო თებიძემ დატოვა. როდის დაინიშნებიან მოადგილეები - მინისტრი ინგა შამილიშვილი ვერ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მათ უახლოეს პერიოდში წარადგენს.