სოფელ მახუნცეთში მინი სტადიონის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. სამუშაოები გამგებლის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ახალი მინი სპორტული მოედანი, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის მოყვარულებზეა გათვლილი. სტადიონზე უკვე მოეწყო ხელოვნური საფარი.
იგეგმება ტრიბუნების მონტაჟიც. პროექტის ბიუჯეტი 112 ათას 423 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,როდა“ ახორციელებდა. მიმდინარე წელს ქედაში რეაბილიტაცია 15 სტადიონს ჩაუტარდა, აშენდა ორი ახალი მინი მოედანი, რაზეც საერთო ჯამში 250 ათასი ლარი დაიხარჯა.