ავღანეთში, თავდასხმის დროს დაჭრილი ქართველი სამხედროები მკურნალობის კურსს გერმანიაში გაივლიან

07 სექტემბერი 2017, 00:00 2198 ნახვა

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილები მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გაივლიან.  დაჭრილ უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.  თავდაცვის  სამინისტროს ცნობით,  მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ივერი ბუაძეს დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება.  შედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.  ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი