სპორტი მთავარში

06 სექტემბერი 2017, 00:00 1991 ნახვა

• ცოტა ხნის წინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, იტალიის ნაკრებთან დამარცხდა, ანგარიშით 71:69. ქართველი კალათბურთელები დიქსონის ბოლო 3 ქულიანი სროლის შემდეგ, მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ , იტალიელებმა მოახერხეს მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ მატჩი 2 ქულის სხვაობით მოიგეს.შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელისა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრაზეა დამოკიდებული. უკრაინელთა მარცხის შემთხვევაში, მერვედფინალის საგზურს  ჩვენი კალათბურთელები მოიპოვებენ. მატჩი რამდენიმე წუთში დაიწყება.

• გუშინ  საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი შეხვედრა გამართა სტუმრად, ავსტრიის ნაკრებთან. ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე მატჩს 30 000 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ მეტოქის საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა, მცველი ჩამოიშორა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო შედეგის დაფიქსირება პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას 6 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ხოლო 9 ოქტომბერს, ჯგუფის ბოლო ტურში სერბეთთან გველის გასვლითი მატჩი.სამწუხაროდ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჩვენს ნაკრებს აღარ დარჩა. ვლადიმერ ვაისის გუნდი 5 ქულით მეხუთე ადგილზეა და ამ შესარჩევ ციკლში მატჩი არ მოუგია.თუმცა ბოლო მატჩებში ნათამაშები ფრეები ფიფას რეიტინგში სარეიტინგო ქულებს შეგვმატებს.  

• ათენში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებს დღეს სამი ბრინჯაოს მედალი შეემატა. დავით სოლოღაშვილმა (69 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.3:27 წუთში 11-1 გაანადგურა ყაზახი გალიმბეკ ნურგალი. თემურ ხოზრევანიძე (46 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ყაზახ ნურზატ კაბდირახიმოვს 8-3 მოუგო. მეხუთე ბრინჯაოს მედალი კი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე  გიორგი ცოფურაშვილმა (76 კგ) მოუტანა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა იაპონელ ნაო კუსაკას მოუგო დამატებითი მაჩვენებლით 4-4. 

• გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დასრულებულ მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ ერანოსიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 8 წელია კრივის მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს მედალი არ ჰქონია. ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ოთარ ერანოსიანს, კრივის ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს, პირად მწვრთნელთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა. მსოფლიო ჩემპიონატზე  ერანოსიანმა ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან, კუბელ ლასარო ალვარესთან წააგო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფავორიტად შერაცხულ ლასაროსთან ქართველმა კარგად იასპარეზა და მეტოქეს ტოლი არ დაუდო, თუმცა მსაჯებმა უპირატესობა მსოფლიოს ჩემპიონ კუბელს მიანიჭეს.

• დღეს, ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის დაწყებასთან დაკავშირებით, ბათუმის ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორგანიზატორები და ტურნირში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.საერთაშორისო ტურნირმა სტარტი დღეს აიღო და მასში უკრაინის, , თურქეთის, ბელარუსიის , და ყაზახეთის გუნდებთან ერთად "ბსუ", ბათუმის "ბათუმი" და ფოთის კოლხეთი ასპარეზობენ.პირველ დღეს 4 მატჩი გაიმართა.ფოთის "კოლხეთი" - ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა.უკრაინული ტერნოპოლი - ბელორუსიის "ბელორუსიას"ბსუ - ყაზახეთის ეროვნული ნაკრებს,ხოლო ბათუმის ბათუმმა სტამბულთან გამართა მატჩი ტურნირის ორგანიზატორები ქ. ბათუმის მერია და აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციები არიან. ფინალური ეტაპი კი 9 სექტემბერს გაიმართება

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი